Wednesday, March 30, 2016

                            დღე  9
   დღეს იყო ტრენინგის მეცხრე  დღე, ამ დღეების განმავლობაში მივიღე უამრავი ახალი ინფორმაცია   ,რომელიც დამეხმარება უკეთ , დავგეგმო წარმატებული გაკვეთილი, გამოვიყენო სწავლა -კეთებით
  ჩემთვის ტრენინგების ამ კურსის გავლას დიდი დადებითი აურა ახლდა თან, რაც გვანცას დამსახურებაა, მას რომ ასეთი დამოკიდებულება  არ  ჰქონოდა ჩემთან ალბათ არ დავესწრებოდი მეცადინეობებს, ამისათვის მას დიდი მადლობა.
 ვფიქრობ, ასეთი ტრენინგის გავლა აუცილებელია ყველა პედაგოგისათვის, მე  მოვუყვები  ჩემს  მეგობრებს ჩემს შთაბეჭდილებებზე.
     დარწმუნებული ვარ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა გაუმჯობესდება.

Friday, March 25, 2016

                                  დღე 8
      საინტერესო და
                                                   დღე 7
 ეს დღე იყო ყველაზე შრომატევადი და საქმიანი  წინა ტრენინგებთან შედარებით. განვიხილეთ დავალებები,  რომელზეც  მაქვს დამატებით კიდევ სამუშაო შესასრულებელი , რომ სრულყოფილი იყოს ნამუშევარი ,   შევეცდები გავმართო ნამუშევარი.
    მოვისმინე   გვანცას მიერ  ახსნილი ახალი  მასალა , ეს იყო მოსწავლეთ შეფასების რუბრიკები,  მრავალი ბუნდოვანი  საკითხი გავარკვიე, რითაც კმაყოფილი დავრჩი.
   ჩავიწერე ახალი დავალება , საკმაოდ რთულია,  მაგრამ  არა ბუნდოვან ეს უკვე გვანცას დამსახურებაა, მას აქვს არავეულებრივი გადმო

Friday, March 18, 2016

                                          დღე 6
 საინტერესო და ხალისიანი დღე. წარმოვადგინე დავალება ,რა თქმა უნდა დამსახურებულად მივიღე რამდენიმე  შენიშვნა, რის შესწორებაზე დღესვე ვიმუშავებ.
  დავალებების შემოწმების შემდეგ გვანცამ აგვიხსნა ახალი მასალა  5მოდული, მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება, მასალა იყო გადმოცემული ტრენერის მიერ ძალიან ნათლად, მკაფიოდ, ლაკონურად . ამ მასალის გაცნობა ჩემთვის მნიშვნელოვანია,მე ვისწავლე მოსწავლის ნამუშევრების შეფასება ახალი კუთხით, რაც დამეხმარება შემდგომ წარმატებულ პედაგოგიურ პრაქტიკაში .
     ჩავინიშნე ახალი დავალება, იმედია ჩემი დავალება უკეთესი იქნება, დღევანდელთან შედარებით
      ასეთი საინტერესო იყო ჩემი ტრენინგის მეექვსე დღე.   ყოველი ტრენინგის დღე მე მავსებს ახალი იდეებით, და ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის თითოეული დღით.

Wednesday, March 16, 2016

                                                          დღე 5

დღეს იყო ყველაზე  საიტერესო და ხალისიანი დღე ჩემთვის , უამრავი ახალი რამე ვისწავლე , რაც დამეხმარება პროექტის უკეთ გაკეთებაში.ყურადღებით გავეცანი საშინაო დავალებას, რომელზე მუშაობაც ძალიან დიდ გულისხმევას მოითხოვს , იმედია ვიმუშავებ და დავალების გაკეთებას გავართმევ თავს აზრიანად.
   ტრენინგის ყოველი დღე  ჩემთვის ახალი ცოდნაა ,რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

Friday, March 11, 2016

  დღე -4
დღევანდელი დღე იყო  საინტერესო და ნაყოფიერი. მუშაობა დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით, მოვისმინეთ ერთმანეთის ნააზრევი ,იყო უკუკავშირი ჩვენი 

 ტრენერი გვანცა კმაყოფილი დარჩა დავალების შესრულების ხარისხით და აღნიშნა, რომ
ძალიან კარგი აკადემიური დონისაა ჩვენი ჯგუფი.
    შესვენების შემდეგ გავეცანით ახალ მასალას  გვანცამ წარმოგვიდგინა ახალი საკითხები; დროში გაწერილი შეფასების გეგმა და მესამე მოდული კავშირები. ჩვენ მასთან ერთად გავაანალიზეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე ასევე განვიხილეთ სასარგებლო კავშირების მოძიებისა და გამოყენების საკითხები
 დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.